გაკვეთილის გეგმა - BloggerNino

სიახლეების ზოლი

Tuesday, January 9, 2018

გაკვეთილის გეგმა

                                                                გაკვეთილის გეგმა

მასწავლებელი:
ნინო დიასამიძე
საგანი:
მათემატიკა
კლასი:
VII
თემა:
მთელი რიცხვები
მოსწავლეთა პროფილი:
კლასში არის 34 მოსწავლე.სსსმ მოსწავლე არ არის.
ესგ-ის სტანდარტი:
მათ.VII.1 მოსწავლეს შეუძლია რაციონალური რიცხვების წაკითხვა,გამოსახვა,შედარება და დალაგება პოზიციური
სისტემის გამოყენებით.
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლე შეძლებს გარკვევას მთელ რიცხვთა სიმრავლე-
ში.ყოველ ჯერზე შეძლებს უშეცდომოდ წაიკითხოს,ამო-
არჩიოს და გამოსახოს მთელი რიცხვები რიცხვითი წრფის
წერტილებით.
საჭირო წინარე ცოდნა
და უნარ-ჩვევა:
მოსწავლემ უნდა იცოდეს ნატურალური რიცხვები,წილა-
დი რიცხვები,ათწილადი რიცხვები.აგრეთვე რიცხვითი ღერძი და მათი გამოყენება.

აქტივობა 1:
გახსენება წინარე ცოდნის (ინდივიდუალური მუშაობა)
აქტივობის მიზანი:მოსწავლე გაიხსენებს რა რიცხვები აქვს
ნასწავლი.
აქტივობის აღწერა:მასწავლებელი დაფაზე დაწერს შეკით-
ხვას ,,რა რიცხვები ვისწავლეთ“.მისცემს ინსტრუქციას.შე-
ამოწმებს რამდენად გასაგებია ინსტრუქცია მოსწავლეები-
სათვის .გამოიკითხავს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით
(ჩხირები).მოსწავლე წაიკითხავს თავის დაწერილს,სხვები
,,+“-ით აღნიშნავენ თუ აქვთ იგივე დაწერილი.ვისაც დარჩა
განსხვავებული რიცხვი ბარათის აწევით ანიშნებს მასწავ-
ლებელს და დაამატებს.შეიძლება კონკრეტული მაგალი-
თიც დაწერონ დაფაზე.მასწავლებელი განმავითარებელი შეფასებით შეაფასებს რამდენიმე მოსწავლეს.
აქტივობა 2:
გახსენება წინარე ცოდნის (წყვილებში მუშაობა)
აქტივობის მიზანი:მოსწავლე ყოველ ჯერზე უშეცდომოდ
ხაზავს რიცხვით ღერძს,ირჩევს სხვადასხვა მასშტაბს და
აღნიშნავს მასზე წერტილებს.ჩაწერს მათ.
აქტივობის აღწერა:მოსწავლეებს ეძლევათ ინსტრუქცია.
მუშაობენ წყვილებში.დახაზავენ რვეულში.შეაჯერებენ
ერთმანეთში და მწვანე ბარათის აწევით დააფიქსირებენ მზადყოფნას.შემთხვევითი შერჩევით რომელიმე წყვილი
გაარჩევს დაფასთან.თუ სხვა წყვილს განსხვავებულ მას-
შტაბიანი აქვს განხილული ისიც შეიძლება გამოვიდეს.

აქტივობა 3:
უკვე ცნობილი რიცხვთა მწკრივისთვის ახალ რიცხვთა
ცნების მიმატება.მთელი კლასის ჩართულობა.
აქტივობის მიზანი:მოსწავლეები შეძლებენ ტემპერატურის
ცვლილების განხილვის საფუძველზე უარყოფითი რიც-
ხვის ცნების შემოტანაში გარკვევას და მის გამოსახვას რიც-
ხვით წრფეზე.
აქტივობის აღწერა:მასწავლებელი დაფაზე გაკრულ სუ-
რათზე მიუთითებს მოსწავლეეებს და ეკითხება მათ თუ რა არის მასზე გამოსახული.(სურათზე სამი თერმომეტრია) მოსწავლეები ჩამოწერენ რა ტემპერატურას ხედავენ მასზე.
პირველ და მეორე თერმომეტრზე გამოსახულ ტემპერა-
ტურას ადარებინებს მესამეზე გამოსახულ ტამპერატურას-
თან.მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები აღმოაჩენენ
უარყოფით რიცხვებს.აღწერენ მოპირდაპირე სიტუაციებს.
აქვე განიხილავენ რიცხვით სხივსა და წრფეს შორის გან-
სხვავებას.
აქტივობა 4.
ახალი მასალის განმტკიცება (ჯგუფური მუშაობა).
აქტივობის მიზანი:მოსწავლეები წინასწარ მიცემული ბა-
რათებითა და შესაბამისი ინსტრუქციის მიხედვით ყოველ
ჯერზე უშეცდომოდ ხაზავენ სხვადასხვა მასშტაბიან რიც-
ხვით წრფეს,გამოსახავენ მასზე მთელ რიცხვებს და ჩაწე-
რენ სათანადო ფორმით.
აქტივობის აღწერა:მოსწავლეები მუშაობენ 4 კაციან ჯგუ-
ფებში.არის 8 ჯგუფი.მასწავლებელი იძლევა ინსტრუქციას
და შემდეგ არიგებს ბარათებს.ამოცანა ყველა ჯგუფს მსგა-
ვსი აქვს.მასწავლებელი დადის მერხებს შორის და აკვირ-
დება მათ მუშაობას.ახსენებს დროს და ზოგჯერ ქცევის
წესებს.ან ყველა ჯგუფი აკეთებს პრეზენტაციას,ან რამდე-
ნიმე(გააჩნია დროის ფაქტორს).ჯგუფს აფასებს მომდევნო ნომრის ჯგუფი.(შეფასების რუბრიკები გამოკრულია კედელზე).
აქტივობა 5.
საშინაო დავალების მიცემა.
აქტივობის მიზანი:მოსწავლე განამტკიცებს ახალ მასალას
მის მიერ მოძიებული ინფორმაციითა და სავარჯიშოებით.
შეფასება და თვითშეფასება:
                                                
განმავითარებელი და განმსაზღვრელი(იხილეთ შეფა-
სების რუბრიკები)
რესურსები:
საკლასო-საშინაო რვეული,მოსწავლის წიგნი,საწერ-კალა-
მი,ცარცი,თაბახის ფურცლები,ფლომასტერი,მოსწავლის
მიერ დახატული სურათი,შეფასების რუბრიკების ფურცლები,ჩხირები,
საშინაო დავალება:
მოსწავლის წიგნიდან  გვ:57  #11, #12, #13 და ინფორმაცია-
,,რა ტიპის თერმომეტრები არსებობს“.








No comments:

Post a Comment

Post Bottom Ad

რეკლამის ადგილი

gebloggernino.blogspot.com